თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა

16 თებერვალი 2024, 10:44 358 ნახვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 2 200 000 ლარი შეადგინა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით განახორციელა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალს ახალი სივრცე შეემატა, რის შედეგადაც გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდა საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი. ასევე, მოეწყობა სწრაფი დერეფანი სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, საჭირო პროცედურები რიგში დრომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, დაგეგმილ ვადაში დასრულდა.

მგზავრებისა და ავიაკომპანიების კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას „ტავ ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი