 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, აღნიშნულის გამო, საგზაო მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            