კომუნიკაციების კომისიამ მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო ევროკომისიას, მაუწყებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკუკავშირის მიზნით გაუზიარა.
გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებისთვის მნიშვნელოვანია ნათელი იყოს, თუ როგორ აღასრულებს კომისია ნორმებს, სახელმძღვანელოში დეტალურად არის განმარტებული თითოეული ნორმა.
ევროდირექტივასთან ჰარმონიზაციის მიზნით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მედიაში სიძულვილის ენა, ტერორიზმისკენ მოწოდება და უხამსობა, კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ შევიდა.