საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მიუნხენში - გამოხმაურებები

14 თებერვალი 2024, 14:39 474 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას, ეს დღის მთავარი თემაა, საკითხზე განსხვავებულია მხარეთა პოზიციები. მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი საბაბი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულონ.

აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციიდან ხელისუფლების მისამართით ნეგატიური იქნება.

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას კი მოლოდინი აქვს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიულ უკუსვლაზე და სახელმწიფოს მიტაცებაზე ისაუბრებს. რაც მისი თქმით, ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი პრობლემა იქნება, რადგან მმართველ გუნდს პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნიდან გააკრიტიკებს. კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი