ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა

13 თებერვალი 2024, 15:08 532 ნახვა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა. აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში არის არჩეული, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხმების 92.12 პროცენტით გამოცხადდა. არჩევნებში შვიდი კანდიდატი იბრძოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი