სტიქიური მოვლენები საქართველოს რეგიონებში - ნინო ჩხობაძის ბრიფინგი

13 თებერვალი 2024, 14:09 358 ნახვა

სტიქიური მოვლენები საქართველოს რეგიონებში და  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები - გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ნინო ჩხობაძემ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ რომელი უწყება რას და როგორ აკეთებს, ამ დროისთვის მოქმედების სისტემა არ არსებობს.

ჩხობაძისვე განცხადებით  უნდა გამოიყოს ის ზონები, სადაც დასახლებული პუნქტებია და ყველაზე დიდი საფრთხეა, ტურისტულ-რეკრეაციულ ზონებში გაკეთდეს შესაბამისი გაფრთხილების სისტემები.   

ჩხობაძე ამბობს, რომ  ქვეყანას არ ჰყავს არც ერთი უწყება, რომელიც  პასუხისმგებელია პროცესებს გაუწიოს კოორდინაცია.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი