დღეს აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში სწრაფად მოძრავი ზამთრის შტორმს ელოდებიან, საჯარო სკოლები დაიხურება, გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება 900 ათასზე მეტი მოსწავლისთვის ქვეყნის უდიდეს სასკოლო ოლქში.
ნიუ-იორკის ხელისუფლებამ ასევე გამოსცა სამოგზაურო რეკომენდაცია და მოსახლეობას მოუწოდებს დღეს თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.