ყატარმა სასიკვდილო განაჩენის გაუქმების შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა რვა ინდოელი ყოფილი საზღვაო ოფიცერი. ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. მათ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ინდოეთმა და ყატარმა წაყენებული ბრალდება არ დაადასტურეს.
ოქტომბერში გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი დეკემბერში გაუქმდა. ნიუ დელიში ჩასვლისას გათავისუფლებულებმა განაცხადეს, რომ მათი სამშობლოში დაბრუნება პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის პირადი ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.