მაღალმთიან აჭარაში 80 მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, გაიწმინდა სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი მონაკვეთიც.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქმედებს საგანგებო შტაბი.
უწყების ცნობით, დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ყველა დამეწყრილი მიმართულება, ეტაპობრივად, გაიწმინდება.