მოსამართლე კოტე ჭილაიამ ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა კაცი, რომელსაც გამოძიება წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავება. სასამართლო პროცესი მოსამართლემ დახურა, რადგან საქმეში დაზარალებული არასრულწლოვანია.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა დაცვის მხარე.
ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულის მიერ დასახელებული დანაშაულის ჩადენის დღეს, ბრალდებული ქალაქში არ იმყოფებოდა.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით არ საუბრობს პროკურორი.
ცნობისთვის, შემთხვევა ქობულეთში მოხდა.