საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმადაც მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას; გიორგი კვირიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველომ უმასპინძლოს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომას, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. პრემიერმინისტრების არაოფიციალური შეხვედრა ბათუმში, ორ საათს გაგრძელდა. ბინალი ილდირიმმა ბათუმი გუშინვე დატოვა.