შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
უმძიმეს დანაშაულს გამოძიება 80 წლის კაცს ედავება.
მას ბრალი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაული სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს ქობულეთში დააკავეს.