2002 წლის შემდეგ, პირველად, მექსიკამ ჩინეთს გადაუსწრო და აშშ-ში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა

10 თებერვალი 2024, 11:15 443 ნახვა

2002 წლის შემდეგ, პირველად, მექსიკამ ჩინეთს გადაუსწრო და აშშ-ში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ამის შესახებ, "ასოშეითედ პრესი" წერს.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წელს მექსიკიდან აშშ-ში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება, წინა წელთან შედარებით, თითქმის, 5%-ით გაიზარდა და 475 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ჩინეთის მიერ ექსპორტირებული საქონლის ღირებულება კი, 20%-ით შემცირდა და 427 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი