ქობულეთში კაცი შშმ პირზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს

09 თებერვალი 2024, 14:08 557 ნახვა

ქობულეთში  დაკავებულია  80 წლამდე კაცი, რომელმაც არსებული ინფორმაციით,   შშმ პირზე, 30 წლის ქალზე, სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ჩვენი წყაროს მოწოდებული ინფორმაცია დაგვიდასტურეს შსს-ში. 

უწყებაში გვითხრეს, რომ ხანდაზმული კაცი დაკავებულია და მესამე დღეა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. 

ჩვენ ვესაუბრეთ ბრალდებულის ადვოკატს, რომელიც აცახდებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ.  რაც შეეხება მომხდარს, ადვოკატის თქმით, მათ არ სუთ კომენატრის გაკეთება.  მისივე ინფორმაციით, ის ჯერ არც საქმის მასალებს იცნობს.  

შსს-ს ინფორმაციით  კი, მომხდარზე გამოძიება   138-მუხლით  დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  შუახნის კაცს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი