აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფროამციით, აჭარასა და იმერეთში მომხდარი ტრაგედიების გამო, 17-18 თებერვალს, კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ფესტივალი “გიზ-გიზი” აღარ გაიმართება.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აჭარასა და იმერეთში მომხდარი ტრაგედიების გამო.
17-18 თებერვალს, კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ფესტივალი “გიზ-გიზი” აღარ გაიმართება. ფესტივალი არ ჩატარდება ბაკურიანშიც.
დამატებით ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე დროში გაგიზიარებთ"- განმარტავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.