პარლამენტში დღეს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება

06 თებერვალი 2024, 10:00 289 ნახვა

პარლამენტში დღეს  მინისტრობის კანდიდატების დარჩენილი ნაწილის მოსმენა გაგრძელდება. პროცესი დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები უპასუხებენ.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში გუშინ დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი, გაწერილი განრიგის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში