ბრიფინგი ბათუმში ე.წ. კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით

05 თებერვალი 2024, 18:13 381 ნახვა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან ‘’მოძრაობა თავისუფლების მოედნის’’ წევრები. დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, პროექტის საფრთხეებზე მოსაზრებებსა და შენიშვნებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, სპეციალისტების დასაბუთებით, პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი პასუხს ბევრ კითხვას ვერ სცემს, ზოგ შემთხვევაში წარმოადგენს დარღვევებით თუ არასრულად ჩატარებული კვლევის შედეგებს. როგორც ბრიფინგზე ითქვა, "ბათუმის თავისუფლების მოედნის" წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალისტებთან, აქტივისტებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს მართავდნენ, რომელთა ავტორობითაც მომზადდა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნება მოსაზრებები და შენიშვნები ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში