„კუნძულის მშენებლობა ზიანს არ მოიტანს“ აცხადებენ ზედამხედველ კომპანიაში

05 თებერვალი 2024, 18:15 613 ნახვა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან მიმართებაში გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხეს ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოს ზემოქმედების ანგარიშის ავტორებმა. კომპანია გამ-კონსალტინგში განმარტავენ, რომ გარემოს ზემოქმედების ანგარიშის მზადების პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც კომპანიის ექსპერტები, ასევე საერთაშორისო კომპანიები, და რომ ჩატარდა 40 - მდე მიმართულების სიღრმისეული კვლევა.მათ შორის, როგორც განვითარების დინამიკის,ასევე ზღვის ბიოლოგიური გარემოსა და ზღვის და მდინარეების ხარისხის მიმართულებებით. კომპანიაში ამბობენ, რომ კვლევების შედეგების და შემდგომ უკვე მისი შეფასების პირობებიდან გამომდინარე, პროექტში გარემოზე შეუქცევადი და მაღალი რისკის ზემოქმედება არ იკვეთება. კომპანიაში, ასევე გამორიცხავენ, რომ მიმდინარე პროექტი გავლენას იქონიებს ქალაქის დანარჩენი სანაპირო ზოლის მდგომარეობაზე. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამბობენ, რომ განაშენიანება გარკვეულ ზეწოლას იქონიებს, წყალმომარაგებაზე, წყალარინებაზე ელექტრო და გაზმომარაგებაზე, ამასთანავე საგზაო ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ამ მიმართულებებით, რაიმე სახის პრობლემის შექმნის შემთხვევაში, ინვესტორი კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ადგილობრივ სამსახურებთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს მათ მოგვარებაში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი