 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვი გარდაიცვალა.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            