ძლიერი შტორმით დაზარალებულ კალიფორნიას კიდევ ერთი დარტყმა ელოდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტატის უმეტეს ნაწილში ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელიც სავარაუდოდ წყალდიდობას, ღვარცოფს და ელექტროენერგიის გათიშვას გამოიწვევს.
მაშინ, როცა ლოს-ანჯელესი გრემის დაჯოლდოვების ცერემონიისთვის ემზადება, მოსალოდნელი სტიქიის გამო ეროვნული ამინდის სამსახური მოსახლეობას უკიდურესად იშვიათი ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს.
სანტა ბარბარასა და ლოს-ანჯელესის ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გამოსცეს განკარგულებები ზოგიერთი რაიონის მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.