პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში - ვინ რას ელის?

28 იანვარი 2024, 12:02 536 ნახვა

6 თებერვალს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარდგეს -ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირებაა, სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა - როგორ მოიქცევა მმართველი გუნდი - დაესწრება თუ არა ანგარიშის მოსმენას.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" რეგლამენტი ავალდებულებს, პრეზიდენტს ტრიბუნა დაუთმონ, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ 6 თებერვალს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, მის მოსმენას მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრონ.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება მისცენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი