კიდევ ერთი დაჯარიმებული - ზაზა ქოქოლაძე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 250 ლარით დააჯარიმა

14 მარტი 2017, 00:00 3975 ნახვა

ზაზა ქოქოლაძე დაეთანხმა ბრალდების მხარის სიტყვას, მან აღიარა დანაშაული. თქვა რომ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ქოქოლაძის და ნარიმან ლომინაძის საქმეები გაიყო, რადგან ლომინაძის შემთხვევაში მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა, მისი სხდომა ხვალისთვის გადაიდო. რაც შეეხება ზაზა ქოქოლაძეს, იგი ამბობს რომ 12 მარტის დილის 5 საათზე ჩამოვიდა ბათუმში, აქციაზე, ახლობლების მხარდასაჭერად. მისივე განცხადებით 10 თანასოფლელი სკოლის ავტომანქანის მძღოლმა ჩამოიყვანა, რომელიც დაიქირავეს. იგი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ 250 ლარით დააჯარიმა

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი