ოპოზიციის სამოქმედო გეგმა საარჩევნოდ

27 იანვარი 2024, 12:02 503 ნახვა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ისმის კითხვები ოპოზიციური ალიანსების ჩამოყალიბების საკითხზე, თუმცა ამ დრომდე „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ერთობის გარდა, უცნობია ვინ რა ფორმით წარდგება არჩევნებზე. 

ამ ეტაპზე სხვა პარტიები რაიმე სახის წინასაარჩევნო კოალიციაზე საუბარს ერიდებიან. მათ დიდ ნაწილს ხელისუფლების ცვლილების მთავარ გზად დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიციონირება ესახება.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველი პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია დანაწევრებულია, მათი ქმედებები კი არაკოორდინირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი