დაკავებულები და მათი სასამართლო პროცესები - საქმეების განხილვა გრძელდება. გამოძიებამ იმ ვიდეო-მასალების გამოთხოვა დაიწყო, რის საშუალებითაც სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირებას მოახდენს. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ აქციის მონაწილეების უმეტესობა, არ იყო ბათუმში რეგისტრირებული ნაწილობრივ საახალხო დამცველის წარმომადგენელიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ დაზუსტებით ამის ანალიზი, ამ ეტაპზე შეუძლებელია.