საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამთავრობოთაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღმავებას შეუწყობს ხელს. შესაბამის მემორანდუმს საგარეო საქმეთა მინისტრის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
დოკუმენტი ითვალისწინებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც პერიოდულად სხდომებს და კონსულტაციებს გამართავენ.