სან-დიეგოში ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა

24 იანვარი 2024, 10:34 296 ნახვა

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიის შედეგად, დაზიანდა სახლები, ჩაიკეტა გზები, წყალმა მანქანები წაიღო.

წყალდიდობის გამო, სან-დიეგოში დაიხურა რამდენიმე სკოლა.

ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში