ძმებ ნობელების მუზეუმი: შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

23 იანვარი 2024, 18:01 414 ნახვა

2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებზე ისაუბრეს დღეს ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში. მოეწყო გამოფენა, წარმოდგენილი იყო იმ ნობელიანტების შესახებ ფოტო-მასალა, რომლებმაც პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 2023 წლის 10 დეკემბერს მიიღეს.

ნობელის პრემია ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობისა და მედიცინის დარგში გაიცემა და ის 1901 წლიდან 989 ადამიანს აქვს მიღებული.

ნობელის პრემიის ისტორიისა და ნობელიანტების მიღწევების შესახებ გამართულ პრეზენტაციას ბათუმის მე-4 და მე-18 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში