დღეს ნიუ-ჰემფშირის საპრეზიდენტო პრაიმერისზე შტატის რესპუბლიკელი ამომრჩევლები ორ ბანაკად გაიყოფა-ისინი, ვინც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უჭერენ მხარს და რომლებიც აპირებენ ხმა მისცენ გაეროს ყოფილ ელჩს ნიკი ჰეილის. შიდაპარტიულ მარათონს ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი გამოეთიშა და მხარდაჭერა ტრამპს გამოუცხადა.ნიუ-ჰემფშირის რესპუბლიკელმა ამომრჩევლებმა უკვე იციან კანდიდატებს შორის არსებული განსხვავებები და უმეტესობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება.ტრამპის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათი ფავორიტი კანდიდატის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ მან უკვე გააკეთა ფანტასტიკური საქმე, ხოლო ნიკი ჰეილის ყველაზე დიდი სისუსტე არის ის, რომ არ იციან როგორ შეძლებს იგი ქვეყნის მართვას. ჰეილის მხარდამჭერები დარწმუნებული არიან, რომ მათი კანდიდატი არ შეეცდება დაამხოს მთავრობა, რაც ყოველთვის პლუსია. გამოკითხვების თანახმად, ტრამპი ორნიშნა რიცხვით ლიდერობს.