აშშ-ში რესპუბლიკელთა კამპანიას დესანტისი გამოეთიშა

22 იანვარი 2024, 11:50 427 ნახვა

ნიუ-ჰემფშირში საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა მისმა ოპონენტმა, რონ დესანტისმა კანდიდატურა ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა. ახლა რესპუბლიკელთა პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატურისთვის ბრძოლაში ტრამპის ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილია. დონალდ ტრამპის დროს გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჰეილი შეეცდება ნიუ-ჰემფშირში ამომრჩეველთა მეტი მხარდაჭერის მოპოვებას. ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის კონკურსების გამარჯვებული დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში