ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება - ფონ დერ ლაიენი

18 იანვარი 2024, 11:44 433 ნახვა

ევროკავშირი გეგმავს, რომ წევრების რაოდენობა 30-ზე მეტი გახდეს - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი და აღნიშნავს, რომ  ამისთვის  წინასწარ მომზადებაა საჭირო. გაფართოების გეგმიდან გამომდინარე, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ბლოკის შიგნით რეფორმების განხორციელების გეგმაზე მუშაობს.

მომავალ თვეში, კომისია გამოაქვეყნებს  იდეებს ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის გაგზავნილ კომუნიკაციაში-განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია უკრაინისა და მოლდოვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გაფართოების პოლიტიკის ნაწილად დასავლეთ ბალკანეთის 6 ქვეყანაც მოიაზრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი