ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა დათანხმდება ერთობლივად გაუწიონ მეტი ფინანსური დახმარება უკრაინას. უნგრეთი ეწინააღმდეგება შეთანხმებას დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ დანარჩენი 26 ქვეყანა უკრაინას დახმარებას კიევთან ცალკეული ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე გამოუყოფს.
ევროკავშირის ლიდერები გასულ თვეში შეთანხმდნენ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაგრამ უნგრეთმა ვეტო დაადო კიევისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებას 2027 წლამდე.
ბლოკის 27 ქვეყნის ლიდერის შეხვდება ბრიუსელში 1-ელ თებერვალს არის ჩანიშნული. შეხვედრაზე კიევისთვის მეტი ფინანსური დახმარების გაწევაზე იმსჯელებენ, რათა რუსული აგრესიისგან თავდაცვა შეძლოს.