მოსახლეობის პროტესტი ქაქუთში

16 იანვარი 2024, 14:52 753 ნახვა

აქცია გაიმართა სოფელ ქაქუთში. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფლის ცენტრში არსებულ მანდარინის ჩამბარებელ და გადამხარისხებელ პუნქტში მუშაობის უფლებას არ აძლევენ. აქ  ამჟამად სოფლის 50 მოსახლეა დასაქმებული, ისინი ციტრუსს არჩევენ და ასაწყობებენ.   

შენობა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, სადაც ამჟამად სასოფლო სამეურნეო რეგიონალური კოოპერატივი "აჭარის თემი" გაიხსნა.  კოოპერატივის გახსნამდე შენობაში სეზონის შესაბამისად, ციტრუსის, ყვავილების და თხილის დაფასოება და დასაწყობება ხდება. 

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი არ მისცემენ შენობის გასხვისების და განკარგვის უფლებას სხვა დანიშნულებით. ადგილზე იმყოფებოდა სასოფლო სამეურნეო რეგიონალური კოოპერატივი "აჭარის თემის" წარმომადგენელი,  რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა, რადგანაც შენობის გასხვისება არ იგეგმება.

"აჭარის თემის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ შენობაში შინაური ცხოველების საკვების წარმოებას დაიწყებენ, ასევე მათი ვალდებულებაა ციტრუსის მიღებაც.  

ჩვენ დავუკავშირდით აჭარის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და ველოდებით მათგან დამატებით ინფორმაციას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი