ბათუმის ბულვარში ველომოყვარულები ტურისტულ სეზონზე განახლებული ველობილიკით ისარგებლებენ

16 იანვარი 2024, 14:09 650 ნახვა

ბათუმის ბულვარში არსებული ველობილიკის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ძველი ველობილიკის რეაბილიტაცია და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული მონოლითური რკინა ბეტონის ველობილიკი.

"საპროექტო ტერიტორია მოიცავს ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე არსებულ ველობილიკს, ჯამში, მოეწყობა 6 000 გრძივი მეტრი.

განახლებული ველობილიკი  კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის ველოგადაადგილებას. პროექტის დასრულება დაგეგმილია მ/წ  ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დროებით, შეიზღუდება ველოგადაადგილება გარკვეულ მონაკვეთებზე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით ველომოყვარულებსა და ბაღის ვიზიტორებს შექმნილი დისკომფორტისთვის"- აცხადებენ ბულვარის ადმინისტარციაში.

მათივე ცნობით, პროექტი შემუშავებულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე და შეთანხმებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი