ისრაელის ავიაიერიშს ორი მძევალი ემსხვერპლა - "ჰამასი"

16 იანვარი 2024, 10:26 418 ნახვა

დაჯგუფება „ჰამასი“ ორი ისრაელელი მძევლის დაღუპვის შესახებ იუწყება და ამტკიცებს, რომ ისინი ისრაელის ავიაიერიშმა იმსხვერპლა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით,  "ჰამასმა“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დაღუპული მძევლების ცხედრები ჩანს.

დაჯგუფების განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური ისრაელი. „ცაჰალი“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მძევლების დაღუპვას „ჰამასს“ აბრალებს. „ცაჰალის“ პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ეს „ჰამასის“ მორიგი ტყუილია“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი კი ირწმუნება, რომ მძევლების გათავისუფლება მხოლოდ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლის გაძლიერებით იქნება შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი