ესპანეთის სანაპირო დაცვამ მიგრანტები გადაარჩინა

15 იანვარი 2024, 15:20 489 ნახვა

ესპანეთის სანაპირო დაცვამ გრან-კანარიის სანაპიროსთან მიგრანტების ორი ჯგუფი გადაარჩინა, რომლებიც ორი ხის ნავით ცდილობდნენ ნაპირამდე მიღწევას. გადარჩენილი 80 მიგრანტი სანაპირო დაცვის გემით არგუინე გუინის პორტში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა აღმოუჩინეს.

2023 წელს ესპანეთში ხმელეთით და ზღვით არალეგალურად 56 ათას 852 მიგრანტი ჩავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 82%-ით მეტია და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ-აცხადებენ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში. არალეგალურად ჩასულთა ყველაზე მეტი ნაწილი კანარის კუნძულებზე მოდის. 2023 წელს მათმა რაოდენობამ 39 ათას 910 -ს მიაღწია, რაც 154%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და აღემატება 2006 წლის რეკორდს, როცა კუნძულზე 31 ათას 678 ადამიანი ჩავიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი