726 არალეგალი მიგრანტი იპოვეს მექსიკის ტლასკალის შტატში მდებარე ერთ-ერთ საწყობში. ინფორმაციას მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.
მიგრანტები მექსიკაში გვატემალიდან, ჰონდურასიდან, ელ სალვადორიდან, ეკვადორიდან და ნიკარაგუიდან ჩავიდნენ. მიგრანტებს შორის 75 არასრულწლოვანი იყო - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
პოლიციის ოპერაციის დროს ადგილზე ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ადამიანით ვაჭრობაში.