სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი 2024, 14:09 401 ნახვა

სახელმწიფო დროშის დღე წელს მე-12-ედ აღინიშნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.

ამ დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში მიღება გაიმართება, რომელიც 16 საათიდან დაიწყება.

დამსწრეებს სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.

დღესვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი