კალანდა გურიაში

14 იანვარი 2024, 10:50 425 ნახვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, კალანდობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა.

მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გურიის გუბერნატორი, პარლამენტარები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ელჩები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. კალანდა გურულებმა ჩვეული ხასანბეგურათი, ფიშტოს გასროლით და ტრადიციული კერძებით აღნიშნეს.

ადგილობრივებმა ყველა წეს-ჩვეულება გაიხსენეს, რაც ამ კუთხეს და კალანდობას დღემდე შემორჩა.

ღონისძიება ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი