საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარსდგება. ეს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის ბოლო წლიური ანგარიშია.
პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს მივა.
ოპოზიცია ელის, რომ ქართულ ოცნებას ტრიბუნიდან მწვავე განცხადებების მოსმენა მოუწევს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ მმართველმა გუნდმა პროცედურული ხრიკებით პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ჩაგდება მოინდომოს.