ფიგურულ ციგურაობაში ქართული წყვილი ევროპის ჩემპიონატის ლიდერია  

11 იანვარი 2024, 10:18 475 ნახვა

ფიგურულ ციგურაობაში ქართული სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის სასტარტო დღის თავზე პირველ ადგილზე იმყოფება.

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში დაწყებულ ტურნირზე მეტელკინამა და ბერულავამ მოკლე პროგრამაში კარიერისთვის სარეკორდო 71.30 ქულა მიიღეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. 

სპორტული წყვილები თავისუფალ პროგრამას დღეს, თბილისის დროით 22:00 საათიდან შეასრულებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი