შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტო, რომელსაც ლურჯი საღებავი აქვს შესხმული.