საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს ეხმაურება.
„ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგეს, საქართველოს უკრაინის მიმართ სოლიდარულია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.