კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა

29 დეკემბერი 2023, 20:01 517 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები "სამარცხვინო და ძალიან მძიმეა". ამასთან, როგორც აზარაშვილი ამბობს, სახელმწიფოს მსგავს შემთხვევებზე რეაგირება ყოველთვის ექნება. ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო ჯამში 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი