ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-29 დეკემბერს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.