„საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა"- კონფერენცია 2023

26 დეკემბერი 2023, 12:10 542 ნახვა

ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ- ამ საკითხზე იქნება მთავარი აქცენტი „ელჩების კონფერენციაზე,რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.ღონისძიებაში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი