ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. 25 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს კონცერტებიც, რომელიც 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, ღონისძიებებში ადგილობრივი და მოწვეული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ევროპის მოედანზე სამზადისი მიმდინარეობს , თითქმის დასრულდა ნაძვის ხის აწყობა,დასრულებულია საახალწლო განათებების მონტაჟი ქუჩებშიც. ბათუმი წელს ახალი სადღესასწაულო ილუმინაციებითა და აქსესუარებით მოირთო. ევროპის მოედნის მიმდებარედ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.