სამზადისი საახალწლო ღონისძიებებისთვის

18 დეკემბერი 2023, 11:42 834 ნახვა

ბათუმში ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებებისთვის სცენის მონტაჟი იწყება. საახალწლო კონცერტები 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად გაიმართება. მათ შორის გათვალისწინებულია სამი გალა-კონცერტი, 25 და 31 დეკემბერს და 7 იანვარს. მერიის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, წელს ღონისძიებებში ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებების მთავარი ლოკაცია ევროპის მოედანია, სადაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხე იქნება, ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი. აქ წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები და სუვენირები, მეწარმეებს კი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ. ქალაქის ქუჩებში საახალწლო ქარავანი ივლის. ღონისძიებებისთვის ჯამში 800 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი