რეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

17 დეკემბერი 2023, 17:57 730 ნახვა

89 წლის ასაკში, ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია "აპრილი". პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი კი -"გიორგობისთვე", რომელმაც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის, კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა. სამოცდაათიან წლებში, ეკრანებზე გამოვიდა "იყო შაშვი მგალობელი" და "პასტორალი", რომელიც ბერლინის ფესტივალზე დაჯილდოვდა. 80-იანი წლების დასაწყისიდან, ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა. მისი ფილმები, სხვადასხვა წელს, დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზებით. ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი