ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი. სოფელ კინჩხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით,სატვირთო ავტომობილი დაილუქა. ბრაკონიერების მიმართ კი შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.