კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-13 რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში. მონაწილეები განიხილავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მათ შორის, გაიმართება დებატები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა მართვის, ციფრული განათლების, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.